შვედ დიპლომატს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მოლოდინი აქვს

ერთდღიანი პოლიტიკური ტაიმ-აუტის შემდეგ შეხვედრები პარტიებთან დღეს კვლავ განახლდება.

ვიდრე ქრისტიან დანიელსონი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდოდა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. 

“დღეს ვაგრძელებთ მუშაობას, მოლოდინები მაქვს, რომ კონსტრუქციული პროცესი გაგრძელდება. გვექნება ყველა საჭირო შეხვედრა,” – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა. 

ქრისტიან დანიელსონს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უკვე მივიდა. ადგილზე იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მსგავსი თემები