„პოლიტიკური სუნი და რაღაცის გადაფარვის მცდელობა“ – დავით ჭიჭინაძე დავით გარეჯის თემაზე

  •  

„ამ დაკავებებს უფრო პოლიტიკური სუნი ასდის და რაღაცის გადაფარვის  მცდელობებს ჰგავს“ – პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას ეხმაურება და თვლის, რომ დღეს რომ გახდა ეს თემა აქტუალური და თან ამ ფორმებით, ეს უფრო აჩენს ბევრ კითხვებს.

„1938-1939 წლების რუქებში მართლაც იყო ასახული ეს ყველაფერი და ამაზე მეც არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ ნამდვილად არ მგონია ნებისმიერი ჩინოვნიკის დონეზე წყდებოდეს სახელმწიფო საზღვრების საკითხი. მითუმეტეს, რომ აშკარაა პროკურატურა ხან იმას ამბობს, ხან ამას. ზოგადად კი, ასეთი საკითხები ასე გახმაურებულად და საპიაროდ არ უნდა ხდებოდეს“ – აცხადებს ჭიჭინაძე

მსგავსი თემები