საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი- 89% დადებითად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ არის განწყობილი.
პოლიტიკოსებში მოსახლეობის დადებითი განწყობით გიორგი გახარია ლიდერობს. მის მიმართ კეთილგანწყობილი გამოკითხული მოქალაქეების 65%-ია. მას მოსდევს კახა კალაძე 65%-ით.
გამოკითხვაში მონაწილეების კეთილგანწყობა სხვა დასახელებულების მიმართ ასეთია :
დავით ბაქრაძე 52%, ნიკა მელია 42%, ბიძინა ივანიშვილი 40%, გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი 39%, დავით უსუფაშვილი 36%, არჩილ თალაკვაძე 33%, ირაკლი კობახიძე 33%, სალომე ზურაბიშვილი 31%, გიგი უგულავა 29%, შალვა ნათელაშვილი 27%, მამუკა ხაზარაძე 26%, ალეკო ელისაშვილი 26%, ლევან ხაბეიშვილი 24%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 21%, ირმა ინაშვილი 21, ნინო ბურჯანაძე 2-%, ბადრი ჯაფარიძე 17%.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.