ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ხელფასების ზრდის საკითხს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორის ექიმების შრომის ანაზღაურების ზრდის საკითხიც.

„ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ეს ეხება, მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. განვიხილეთ სამომავლო გეგმებიც, მათ შორის ექიმების შრომის ანაზღაურების ზრდის საკითხიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრს, სამხრეთ კავკასიაში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სექტორების პროგრამების ხელმძღვანელი ლევენტ იენერი წარუდგინა.

მსგავსი თემები