„დღეს ორი საათისთვის მივალ პარლამენტში“ – ტარიელ ნაკაიძე  „მედიაცენტრ მთავრში“

„ჯერ ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი, მომავალში ვის ფრაქციას შევუერთდები არ ვიცი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, ის ასევე დმანისში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონფლიქტთან მიმართებაში ხელისუფლება ვერ ატარებს სწორ პოლიტიკას:

„დმანისი არის ერთ – ერთი ხილული ფაქტი, თუ ხელისუფლება ჩაუღრმავდება მის შინაარსს მიხვდება, როგორ უნდა იმოქმედოს, დღეს ორი საათისთვის მივალ პარლამენტში, მე იმედი მაქვს მოვა ხელისუფლება, რომელსაც თავისი მოქალაქის ღირებულება ეცოდინება და არ განასხვავებს ერთს მეორისგან,“ – განაცხადა ნაკაიძემ, ის აქვე ამბობს, რომ მისი ხმა იქნება „მძიმე“ ხმა:

„ტარიელ ნაკაიძის ხმა , პარლამენტში იქნება მძიმე ხმა, მე ვფიქრობ ჩემი ერთი ხმა აქ მნიშვნელოვანია და ბევრ თანამოაზრეს ვნახავ პარლამენტში, დამოკიდებულება ზოგადად ქვეყნისა ჩვენ უნდა შევცვალოთ ეთნიკური უმცირესობების მიმართ და ყველა მოქალაქე უნდა იყოს ღირსეული მოქალაქე,“ – განაცხადა ნაკაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

ნაკაიძე ვარაუდობს, რომ, საკუთარი თავის რეალიზებას ადმიანის უფლებათა კომიტეტში შეძლებს.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები