ახალქალაქში ჯგუფური დაპირისპირების დროს ახალგაზრდა მოკლეს –  დამწვარია შენობები

  •  

ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების მოხდა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით, ვრცელდება ასევე ინფორმაცია შენობების დაზიანებაზეც.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა​ განაცხადა, რომ სიტუაცია ამჟამად ახალქალაქში კონტროლს ექვემდებარება,

​გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, ადამიანების ჯგუფი ერთ-ერთ სასტუმროს დაესხა თავს და ცეცხლი წაუკიდა.

„ახალქალაქის რაიონში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რის შემდეგაც გარდაცვლილის სოფლელები ქალაქში გაიშალნენ და კიდევ ჰქონდა პატარა კრიმინალურ შემთხვევებს ადგილი. პოლიციის ძალები ამ წუთებში ემატება, სრულად არიან მობილიზებული.

ქალაქში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, არის დაძაბულობა, მაგრამ პოლიციური ძალები ემატება კვლავ და სიტუაცია აყვანილია კონტროლზე. არის ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ასევე, მოხდა სასტუმროს დაწვა. მკვლელის ახლობლები არიან თუ არა, ამას ვერ დაგიდასტურებთ ამ წუთებში. სავარაუდოდ, ლოგიკურად, ასეა – მკვლელთან კავშირში უნდა იყვნენ. მათთვის, გარდაცვლილის ახლობლებისთვის ასე იყო ცნობილი და ამიტომ მოხდა ეს ფაქტი. ზუსტად ამ მკვლელობის გაგრძელებაა, სხვა შემთხვევა არ არის. სასტუმრო ბრალდებულის პირადი საკუთრება არ არის, თუმცა შესაძლებელია, იყო მისი ნათესავის. ამაზე ზუსტად ვერ მოგახსენებთ. ყოველ შემთხვევაში, გარდაცვლილის ახლობლებს ასე ეგონათ, მაგრამ არის თუ არა ზუსტად, ახლა არ მაქვს ეს ინფორმაცია. მანამდე, კონფლიქტს წინაპირობაა ჰქონდა თუ არა, არც ეს ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალქალაქში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გვყავს გარდაცვლილი, გარდაცვალების შემდეგ დაღუპულის ახლობლებმა დაწვეს ეს უძრავი ქონება.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია და დაზიანებულია რამდენიმე შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “ახალქალაქში ჯგუფური დაპირისპირების დროს ახალგაზრდა მოკლეს –  დამწვარია შენობები”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  3. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!