„ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს მაჟორიტარებს წარუდგენს – შეხევდრა კახეთში

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს. პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11.00 საათზე თელავში გაიმართება.

 მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას  ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე , საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

 14:00 საათზე კი ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“   ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის  მოსახლეობას შეხვდებიან.

მსგავსი თემები