„ჩემი მიზანია,  იდეების განხორციელების ხელშემწყობი საშუალება იყოს პარლამენტი“ – მიხეილ ყაველაშვილი

„საყოველთაო ჯანდაცვა, რითაც ვამაყობთ, რომ ამდენი ადამიანი გადარჩა, დაახლოებით ამდაგვარ პროექტს გვინდა ჩავუყაროთ საფუძველი, რომ გადარჩენილი ადამიანების ჯანსაღ ცხოვრებაზე ვიყოთ ორიენტირებული და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული და ამის ფუნდამენტს ვქმნით,“ – აცხადებს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი.

მისი თქმით, პოლიტიკოსობა მისი სამიზნე არ არის, თუმცა, პარლამენტის წევრობა სწორედ ერთგვარ იარაღად, საშუალებად სჭირდება.     

„ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ პარლამენტის წევრი გავმხდარიყავი ან პოლიტიკოსი.  ჩემი მიზანი იყო, იმ საქმეში, რომელსაც ვემსახურები, შეძლებისდაგვარად ხელშემწყობი საშუალება ყოფილიყო პარლამენტი, რომ ეს იდეები განმეხორციელებინა პარლამენტის საშუალებით. იმიტომ, რომ ვხედავდი, საკანონმდებლო ბაზა, დამოკიდებულება უფრო მეტის საშუალებას იძლეოდა, რომ ჩვენს სფეროში რაღაცები გამოსწორებულიყო“, – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები