საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ტყვეობაში რჩებიან

საოკუპაციო რეჟიმი პოზიციას არ ცვლის, გუშინ ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 ივლისს გატაცებულ ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო ტყვეობის ვადა გაუხანგრძლივა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილი რეგიონში ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.

რაც შეეხება დაჭრილ ზაზა გახელაძეს, მას ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ის ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული.

გატაცებულების შესახებ ინფორმაცია ოჯახს წითელმა ჯვარმა მიაწოდა.

მსგავსი თემები