„შეიძლება ვირუსის გადამტანი სახელურიც იყოს, თუ ეს არის ჩვეულებრივი პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის” – პაატა იმნაძე

“შიში არაფერს აკეთებს, ის ძალიან ცუდი გრძნობაა, საჭიროა სიფრთხილე და არა შიში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„შეიძლება ვირუსის გადამტანი სახელურიც იყოს, თუ ეს არის ჩვეულებრივი პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის სახელური. მათზე შეიძლება ვირუსი ერთი დღეც კი დარჩეს. ამიტომაა პირბადის ტარება აუცილებელი საზოგადოებრივ ტრანსპორტში – სხვამ რომ დააცემინოს ან დაახველოს, ვირუსი სახელურს არ მოხვდეს, რომელსაც მერე შენ ხელს მოჰკიდებ. თუ მიდიხარ 2 გაჩერებაზე წადი რა ფეხით და ის ავტობუსი მას დაუთმე, ვინც შორ გზაზე მიდის, ან მოხუცია და სიარული არ შეუძლია. 2 დღეში ციდან ახალი ავტობუსები ვერ ჩამოვარდება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები