,,უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს”- შარლ მიშელი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანაცმადაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშზე შეთანხმდნენ.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა ახლა 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს.

„ევროპა აგრძელებს მომარაგებას მშვიდობისა და ჩვენი ღირებულებების დასაცავად. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა ახლა 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროპა უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები