„გვარამია და, ზოგადად, ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში“ – ირაკლი კობახიძე

„არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების საფუძველი იყო გვარამიას განცხადება, რომელიც დაემუქრა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის მხარდამწერებს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრებიდან განკვეთით. ეს იყო მისი მუქარა. ჩვენ მოვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამაზე რეაგირება“, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  რითაც გვარამია მაშინ დაემუქრა ადამიანებს, ეს გაკეთებული აქვთ იმ ცხრა წლის მანძილზე.

„ამიტომ მოვითხოვეთ არასამთავრობოების მყისიერი რეაგირება, მაგრამ ნაცვლად რეაგირებისა, დაიწყეს ჩივილი და მოგვიანებით გააკეთეს ისეთი განცხადება, რომ გვარამიას არ სჭირდებოდა მათი დაცვა, ანუ მთლიანად გაამართლეს გვარამია, რომელმაც გააკეთა ასეთი უმძიმესი განცხადება. ჩვენ ვიცით, რომ  გვარამია და ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ოპოზიცია გახდა ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული მუქარაა სახეზე, რომლის აღსრულებასაც ის ჰპირდება ქართულ საზოგადოებას. როგორ შეიძლება ასეთი განცხადება გაატარო და ამაზე არ გქონდეს რეაგირება, თუმცა ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები