საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საიტზე არსებული მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 694-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3230 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.

მსგავსი თემები