“ტრანსპორტი იმაზე მალე ამუშავდება, ვიდრე ვგეგმავდით” – ნათია თურნავა

“მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილება იმაზე მალე იქნება მიღებული, ვიდრე დაგეგმილი იყო”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ტრანსპორტის გახსნაზე ვმსჯელობთ და ყველა რისკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება, იმაზე უფრო მალე, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით“,- დასძინა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით,  რომ კომპენსაციების გაცემის პროცესი ორგანიზებულად წარიმართება.

„კომპენსაციების გაცემა არის ცოცხალი პროცესი. რაც მთავარია, ჩვენი კომპენსაციების გაცემის გეგმა ყველა კატეგორიას ითვალისწინებს. მაქსიმალურად ლიბერალური მიდგომა გვაქვს იმ თვალსაზრისით, თუნდაც თვითდასაქმებულებმა როგორ დაადასტურონ, რომ თვითდასაქმებულები იყვნენ და ეკუთვნით ეს კომპენსაცია. აქაც ძალიან ლიბერალურად ვუდგებით. კითხვები ბუნებრივია, რადგან ძალიან დიდია ინტერესი და ყველაფერი წავა ორგანიზებულად ისე, როგორც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები