თბილისში დღეიდან ვაქცინაციის მოძრავი 9 პუნქტი იქნება.
ვარკეთილის, გლდანისა და სადგურის მოედნის გარდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იქნება:
- საბურთალო – სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ);
- გლდანი – სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს);
- სამგორი – ისთ ფოინთი – (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი);
- სამგორი – (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია);
- ავჭალა – (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან);
- მუხიანი – (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5).