„ფერმერებს დღეიდან, ამ მომენტიდან შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ინსტიტუტებს და მიიღონ ის კრედიტი, რაც ესაჭიროებათ“ – გიორგი ჯიბლაძე

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღონ ახალი კრედიტი იმ საქმიანობისთვის, რომელიც მიზნობრიობის ფარგლებში არის გათვალისწინებული“ – ამის შესახებ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ჯიბლაძე განმარტებებს აკეთებს, თუ როგორ მოხდება საბანკო პროცენტის დაფარვა სესხის გაგრძელების შემთხვევაში.

„სახელმწიფო ის ტვირთი, რომელიც ფენეფიციარებს ჰქონდათ პროცენტის სახით ამ ტვირთისგან ისინი თავისუფლდებიან, რადგან ამას სახელმწიფო გააკეთებს მათ მაგივრად.

მოსავლის მიღებამდე ჯერ შორის არის. თუ ფული მიიღეს და ნაწილობრივ დახარჯეს აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ საქმიანობა და მიიღონ დამატებითი ფინანსური სახსრები, ჯერ პრობლემა არ იქნება. ეს ყველაფერი არის მორგებული ფერმერების შემოსავლის სტურქტურაზე. ერთი რამე ცხადია ის, მოსავალი, რომელიც გათვლილი იყო ტურისტებზე, რახან ამ ეტაპზე ტურისტული ნაკადი არ არსებობს რეალიზებაც გაძნელდება და შესაძლოა მივიღოთ ჭარბი მოსავალი.

დღეიდან ამ მომენტიდან ფერმერებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ მომსახურე საფინანსო ინსტიტუტებს და მიიღონ კრედიტები. თუ ფერმერი მიიჩნევს, რომ 6 თვე სესხისთვის მისთვის საკმარისია სახელმწიფო სრულად გაჰყვება, თუ ბენეფიციარი ჩათვლის, რომ მათ სჭირდებათ ორ წლიანი სესხი ამ შემთხვევში სახელმწიფო მიჰყვება 6 თვის დაფინანსებით, დანარჩენს ბენეფიციარი გადაიხდის“ – განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები