“გულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას”  – ექიმმა დაგვტოვა

ცნობილი ექიმი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, პროფესორი ზურა მირიანაშვილი გარდაიცვალა. „ახალი კორორნავირუსის“ წინააღმდეგ ბრძოლას როგორც ჩანს მისმა გულმა ვერ გაუძლო. მეგობრისა და სამედიცინო გუნდის წევრის გარდაცვალების შესახებ პაატა იმნაძე ემოციურ „პოსტს“ აქვეყნებს.

„ჩვენი გუნდის ერთი გამორჩეული კაცისგულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას, ზურა მირიანაშვილი – ძალიან მაგარი კაცი, პროფესიონალი და ყველაზე მაგარი მოღადავე ჩვენს ცენტრში, სულ გვეშინოდა ზურას “სამიზნე” არ გავმხდარიყავით. ნათელში იყავი ნათელო და მხიარულო კაცო. თამუნა, Tamuna Zardiashvili არც ვიცი რა გითხრა და რით განუგეშო“ – წერს პაატა იმნაძე.  

მსგავსი თემები