თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი ოლიმპიელების წარმატებით, მაგრამ სპორტსმენებს სჭირდებათ უფრო მეტი დაფასება, უკეთესი პირობები იმისთვის, რომ ივარჯიშონ და მეტი წარმატება მოუტანონ სამშობლოს.
“მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ბედნიერება, ვიამაყოთ ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებით, გამარჯვებებით. პირველ რიგში, ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებ მათ, რათა ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასახელონ. რა თქმა უნდა, სპორტსმენებს სჭირდებათ უფრო მეტი დაფასება, საჭიროა უკეთესი პირობები შევუქმნათ იმისათვის, რომ ივარჯიშონ და მეტი წარმატება მოუტანონ ჩვენს ქვეყანას.
ვულოცავ ჩვენს ოლიმპიელებს დღევანდელ დღეს!”, – განაცხადა კახა კალაძემ საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.