საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება

  •  

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე 2013 წლის იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას გეგმავს. აღნიშნული და სხვა ინიციატივა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გააჟღერა და დასძინა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მიმართულებაა სიღარიბის შემცირება.

“როცა ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და საშუალება, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა გააგრძელონ“, – განაცხადა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ წარდგენოსას.

მსგავსი თემები