“ხორავას ქუჩის საქმეზე ყველა მიმართულებით  ვმუშაობთ“ –  გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ხორავას ქუჩის საქმეზეც“ ისაუბრა და ოპოზიციის დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გამოძიებასთან დაკავშირებით  დეტალურ ინფორმაციას პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას მიაწვდიან.

„გამოძიება ძალზედ აქტიურად მიმდინარეობს. გამოძიება არ გამორიცხავს არც ერთ მიმართულებას. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და აბსოლუტურად გამჭვირვალედ, შესაბამისად ყველა ის შედეგი, რომელიც დადგება ამ გამოძიების ფარგლებში იქნება ღია, სამართლიანი და მას გაეცნობა ყველა ჩვენი მოქალაქე“, – აცხადებს გახარია.

მისი თქმით,  სასამართლო განხილვების პროცესში ბევრი დამატებითი ახალი ფაქტორი გამოვლინდა, შედეგად,  პირველი გამოძიების შემდგომ ცალკე გამოიყო ორი საქმე.

„ ეს იყო არასრულწლოვნების საქმე და იქ იყო გარკვეული შეზღუდვები,  გარკვეული დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელი იყო გამოჩენილიყო სასამართლო პროცესების განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები