“უნდა დამთავრდეს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია” – ილია მეორემ პუტინს მიმართა

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა – ილია მეორემ, საზოგადოებას ახალი 2020 წლის დადგომა მიულოცა. 

მილოცვაში საქართველოს პატრიარქმა, რუსეთის პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს.

“უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, უნდა დამთავრდეს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, გისურვებთ ბედნიერებას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ”, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა მილოცვაში საქართველოს მოსახლეობასაც მიმართა და შეახსენა, რომ ადამიანის ბედნიერება თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ასევე აღნიშნა, რომ მშობლების პატივისცემა შვილებისათვის დიდი ბედნიერებაა

მსგავსი თემები