საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ახალი წლის ღამეს და პირველი იანვრის დღის საათებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით სულ 124 ზარი შევიდა.
როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის პრესსამსახურში განაცხადეს, 31 დეკემბერს, ღამით ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით 51 შეტყობინება შევიდა, პირველ იანვარს, 14:00 საათამდე კი კიდევ 73 შეტყობინება.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნული შეტყობინებები ეხებოდა როგორც პიროტექნიკით დაშავებულებს, ასევე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა ინციდენტს.