ნანა ბერძენიშვილი შვილმკვდარი დედაა. მისი შვილი, 13 წლის ელენე, მაღალსართულიანი კორპუსის მე-13 სართულიდან გადახტა.
ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა, ჩაცმის სტილის შეცვლა და ღია სტილიდან დახურულ სტილზე გადასვლა, ტელეფონზე მიჯაჭვულობა, თვითდაზიანება საკუთარ სხეულზე – ეს ის ჩამონათვალია, რაც „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლ ბავშვებს ახასიათებს. როგორ შევამჩნიოთ რომ ბავშვი შესაძლოა „ლურჯ ვეშაპში“ იყოს ჩართული, რა როლი აქვთ მშობლებს და როგორ მოვახდინოთ მკვლელი თამაშის პრევენცია – არსებულ ყველა კითხვაზე, შვილმკვდარი დედა – ნანა ბერძენიშვილი ექსკლუზიურად „მედიაცენტრ მთავარში“ საუბრობს.
“სწრაფი ცვლილება გარე სამყაროსთან, ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა ყველაფრის მიმართ, მეგობრების ჩამოშორება, ინტერნეტ სივრცეში დიდი დროის გატარება, მობილურ ტელეფონთან მიჯაჭვულობა – თუ ამ სიმპტომებს თქვენს შვილს შეამჩნევთ, დროა განგაში ატეხოთ, თქვენი შვილი “ლურჯი ვეშაპის” მორიგი მსხვერპლია” – აცხადებს შვილმკვდარი დედა.