ცოტახნის წინ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა თბილისის ცენტრში. უცნობი პირები ეთნიკურად აზერბაიჯანელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თვითმხილველებისა და თავად დაზარალებულის განცხადებით, ისმოდა შეძახილები – “საიდან მოხვედი”, “რატომ ჩამოხვედი”. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ კონფლიქტი შესაძლოა, ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარიყო.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.