საქართველოს საპატრიარქოს განცხადება შვილმოკლულ ოჯახებთან შეხვედრაზე

საქართველოს საპატრიარქო დავით სარალიძესა და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შეხვედრა მხოლოდ სულიერ დატვირთვას ატარებდა.

„2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების, – დავით სარალიძესა და ლევან დადუნაშვილის, – მშობლები და ოჯახის წევრები. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საპატრიარქო სასულიერო პირების განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ეს მათგან შეთანხმებული არ ყოფილა: „შევნიშნავთ იმასაც, რომ ა.წ. 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც და გაკეთდა შეფასება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. ეს ქმედებაც და განაცხადიც არის მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო.“

 

მსგავსი თემები