საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი უფასო ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ აცრა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაიკეთონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული.

„ამიტომ წლევანდელი ვირუსის შემადგენლობით არის განსაზღვრული ვაქცინა, რომელიც უკვე შესყიდულია. ველოდებით ოქტომბრის 15 რიცხვამდე ვაქცინა უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. ვაქცინა, რომელიც არის შესყიდული, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის წარმოების „ებოტის“ ვაქცინა, ოთხკომპონენტიანია, ანუ კიდევ უფრო მეტ ვარიანტს ფარავს ვიდრე სამიანი. ეს არის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება.

 

მსგავსი თემები