გორის მერმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერის თანამდებობა დატოვა. უფლებამოსილება მან პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არის  თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნებიდან” გორის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.

 

 

მსგავსი თემები