დასავლეთ საქართველოში, დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

28 სექტემბერს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, განასაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +28, +33°; მთაში დღისით +24, +29°; მაღალმთაში დღისით +22, +27°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°; მთაში დღისით +20, +25°; მაღალმთაში დღისით  +10, +15°, ზოგან  +25°-მდე.

 

მსგავსი თემები