აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიას სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.  უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ნახიჩევანის ავტონონომიური რესპუბლიკის მიმართულებაზე მოხდა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის დანაყოფმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთს ხელისუფლება უარყოფს.

„შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა შესთავაზა ბაქოს, შექმნილიყო სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების ან/და მათ შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად, რაზეც აზერბაიჯანს ჯერ არ უპასუხია“ – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები