“არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა” – თენგიზ ცერცვაძე

“იმედგაცრუებას ვატყობ ზოგჯერ ადამიანებს. როდესაც გაიგებენ რომ რამეში დაიდო კარგი შედეგი, ეს კარგი შედეგი არ უხარიათ. ვერ დავძლიეთ ჩვენ ეს განცალკევება და დაპირისპირება, პიროვნული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური. არის ადამიანების კატეგორია, ძალიან მძიმე რამეს ვამბობ, მაგრამ სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა. არ უხარია სხვისი აშენებული ქვეყანა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა `განაცხადა.

„მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს თავიდან ავიცილო. ზოგჯერ, რაღაცის თქმა რომ მინდა ან გაკეთება, თავს ვიკავებ, რომ არ დავუშვა საკითხის პოლიტიზირება. ამ ეპიდემიასთან ბრძოლის პირველ პერიოდში ეს არ შეინიშნებოდა. მე არ ვიცი გულწრფელად თუ არაგულწრფელად, მაგრამ ერი იყო ერთიანი. პირველი ორი თვის განმავლობაში ჩვენ ერთი არაკეთილგანწყობილი არ შეგვიმჩნევია. როცა რამე წარმატებულს ვეტყოდით უხაროდათ, როდესაც რაიმე ჩავარდნა გვქონდა სწყინდათ. ასე იყო პირველი ორი თვე. სამწუხაროდ ბოლო თვეში ვამჩნევ, რომ თითქოს საზოგადოებას მოსწყინდა. ჩათვალა რომ ასეთი ერთიანობა კი კარგია, ისეთი საერთო მტრის წინააღმდეგ, როგორიც კორონავირუსია, მაგრამ ვიღაცამ თავი კომფორტულად არ იგრძნო ამ ერთიანობაში. გაჩნდა ტენდენციები, რომ კონკრეტული აშკარა წარმატებები არ უხარიათ, ხარვეზი კი პირიქით უხარიათ“, -განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები