დედოფლისწყაროს სოფელ ხაიშში ერთმანეთს ჯერ ორი მანქანა შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთმა მგზავრთა მოსაცდელი გაანგრია. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.