მამარდაშვილი გახდა მეათე მეკარე, ვინც 100-მატჩიანი ზღვარი გადალახა

25 სექტემბერს ვალენსიამ ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ოსასუნას უმასპინძლა და შეხვედრა   უგოლოდ დასრულდა. ვალენსიელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილისთვის ეს სეზონის მეორე “მშრალი” მატჩი იყო, თუმცა, 23 წლის ქართველი მეკარისთვის ოსასუნასთან დაპირისპირება სხვა მხრივაც იყო გამორჩეული, რის შესახებაც ესპანური მედია წერს.

პირველ რიგში, ვალენსია-ოსასუნას შეხვედრა გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელიც “მესტალიაზე” 2021/22 წლების სეზონის წინ, დინამო თბილისიდან გადავიდა, საიუბილეო იყო ლა ლიგაში – მე-100. გიორგიმ ამ მატჩებში 116 გოლი გაუშვა, 30-ჯერ კარი “მშრალად” შეინახა, მისმა გუნდმა კი 30 მოიგი, 28 ფრედ დაასრულადა 42 დათმო. რაც მთავარია, ქართველი გოლკიპერი, 23 წლისა და 360 დღის ასაკში, გახდა ვალენსიას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, ვინც ესპანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში 100 შეხვედრა ჩაატარა.

ამასთან, მამარდაშვილი გახდა მეათე მეკარე, ვინც 100-მატჩიანი ზღვარი გადალახა და ამ მხრივ გაუთანაბრდა გოიო ვერგელს. გიორგი შორს არ არის ხოსე მანუელ ოჩოტორენას მიღწევის გამეორებასთან, რომელიც 105 თამაშს შეადგენს. ცნობისთვის, ოჩოტორენა ამჟამად ვალენსიას მეკარეთა მწვრთნელია და მამარდაშვილის პროგრესში მისი ღვაწლი უმნიშვნელოვანესია.

მსგავსი თემები