“რამდენიმე მოძრაობა მოვიპარე”- ევროლიგის ვარსკვლავი თორნიკე შენგელიაზე

ევროლიგის ვარსკვლავი ვილ კლაიბერნი მიმდინარე სეზონიდან ვირტუს ბოლონიაში თორნიკე შენგელიას მხარდამხარ თამაშობს. კლაიბერნმა ვრცელი ინტერვიუში და შენგელიაზეც ისაუბრა.

“შეიძლება, ბევრმა არ იცის, თოკოსთან როგორი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ძმებივით ვართ. როდესაც ვირტუსის პრეზიდენტს ვესაუბრე, მალევე შენგელიასთან ზარი იყო. მან მითხრა: “ხომ არ გინდა კიდევ ერთი რაუნდი ვცადოთ?”. ეს საკმარისი იყო. ერთმანეთის უსიტყვოდ ვუგებთ, წინასწარ ვგრძნობთ, მოედანზე რას გავაკეთებთ. მართალი გითხრათ, თოკოსგან რამდენიმე მოძრაობა “მოვიპარე”. უკვე რამდენი წელია ვუყურებ ფარქვეშ რა შეუძლია. მის წინააღმდეგ თამაში მოედნის ყოველ მონაკვეთში მიწევდა. ამ მომენტებში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი”-ამბობს ის.

 

მსგავსი თემები