ნეთანიაჰუმ მთავრობას ნება დართო, ითანამშრომლოს აშშ-თან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობასთან დაკავშირებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობას ნება დართო, ითანამშრომლოს აშშ-თან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობასთან დაკავშირებით.  ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, მაღალჩინოსნის განმარტებით, ნეთანიაჰუს თანხმობა გულისხმობს, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს ისრაელის მოქალაქეების დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ჩრდილოეთ ისრაელში. აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ამოს ჰოხშტეინი ასევე ჩართულია ამ პროცესში, თუმცა, ამერიკული მხარე „ჰეზბოლასთან“ პირდაპირ არ საუბრობს.

 

მსგავსი თემები