,,პორტუგალია ძალიან რთული გუნდია და ყოველთვის ყველასთვის ძალიან ძლიერი მეტოქე იყო” – გიორგი ნემსაძე

,,ჩვენს ნაკრებს აქვს და შესწევს ძალა, რომ ამ ნაკრებს გაუწიოს წინააღმდეგობა”, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი ნემსაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის შესახებ, რომელიც დღეს გაიმართება.

„მოლოდინი არის სასიხარულო, ამაღლებული და იმედიანი. გამოვარდა შოტლანდია, ხორვატია, ისეთი კარგი გუნდები, რომლებსაც მეტი გამოცდილება ჰქონდათ, კლასიც და ისტორიაც. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი. რა თქმა უნდა, პორტუგალია ძალიან რთული გუნდია და ყოველთვის ყველასთვის ძალიან ძლიერი მეტოქე იყო. ის არის საინტერესო, რომ ჩვენს ნაკრებს აქვს და შესწევს ძალა, რომ ამ ნაკრებს გაუწიოს წინააღმდეგობა და გამარჯვების იმედიც მაქვს, რა თქმა უნდა”, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

საქართველოსა და პორტუგალიას შორის გადამწყვეტი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, გელზენკირხენში გაიმართება. ჯგუფიდან გასასვლელად „ჯვაროსნებს“ მოგება სჭირდებათ.

მსგავსი თემები