ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს

ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, პოლიციელი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიცია გამოიძახეს.

გამოცემა წერს, რომ პოლიციელი მძიმედ დაჭრილი არ არის, ის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარს ადასტურებენ შსს-ში და ამბობენ, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი თემები