„ნაკრებს, ძლიერი, ინდივიდუალური ფეხბურთელები ჰყავს“ – რას ამბობს პორტუგალიის მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელებზე

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღფრთოვანებულია. მისი თქმით, ნაკრებს, ძლიერი, ინდივიდუალური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც გუნდის შემტევ სტილს განაპირობებენ.

„ყოველთვის კარგია მოგონებების გახსენება. მახსოვს გიორგი ქინქლაძე, წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელი იყო, ხელოვანი, ნამდვილი არტისტი. ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ბურთით გაერღვია დაცვის ხაზი. ვფიქრობ, ეს აჩვენებს ქართული ფეხბურთის მენტალობას, ხელწერას. დღესაც გვყავს ასეთი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა ხვიჩა, რომელიც ამ იდენტობის ნაწილია. ასევე გამოვარჩევ გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც ვალენსიაში სამი კარგი სეზონი ჩაატარა.

ეს ძალიან კარგი გუნდია, საქართველოს ნაკრებმა ბევრი გააოცა, ლუქსემბურგი და საბერძნეთი ჩამოიტოვა, აღფრთოვანებულები ვართ. აღსანიშნავია რასაც აშენებს და აკეთებს ვილი სანიოლი. ნაკრებს, ძლიერი, ინდივიდუალური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც გუნდის შემტევ სტილს განაპირობებენ. საქართველო ის ადგილია, სადაც ბევრ ლეგენდას უთამაშია“, – თქვა რობერტო მარტინესმა.

 

მსგავსი თემები