უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და სამხედროებს შეხვდა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი, ქალაქ პოკროვსკიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, უკრაინელ ჯარისკაცებს პირადად წარუდგინა გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური, გენერალი გნატოვი. ის ამ პოსტზე უკრაინის პრეზიდენტმა 2 დღის წინ, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლის ნაცვლად დანიშნა.

ზელენსკი დონეცკში გენშტაბის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ სირსკისთან ერთად იმყოფებოდა.

,,გამიხარდა, რომ პირადად ვნახე და მადლობა გადავუხადე ჩვენს 110-ე და 47-ე ბრიგადებს, გმირ ბიჭებს”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

მან ხელისუფლების პირველ პირებს მოუწოდა, ხშირად იარონ ფრონტის ხაზზე და ადგილზე გაეცნონ იმ პრობლემებს, რომლებიც ,,კიევიდან არ ჩანს”. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სათანადო შეფასება ექნება იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი ასეთ ადგილებში ნახევარ წელიწადზე მეტია არ ყოფილა.

მსგავსი თემები