„დღეიდან აითვლება ევროკავშირში ჩვენი წევრობის დასაწყისი“- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის წევრობის დასაწყისი დღეიდან აითვლება. ამის შეასახებ,  ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ უკრაინის წევრობის შესახებ ევროკავშირთან ფაქტობრივ, რეალურ მოლაპარაკებებზე. 2022 წლის 28 თებერვალს, ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოვაწერეთ წევრობის განაცხადს. თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, გასული წლის დეკემბერში კი – მოლაპარაკებების დაწყების პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა სწორედ დღეიდან აითვლება ევროკავშირში ჩვენი წევრობის დასაწყისი: უკვე დღეს გაიმართება უკრაინისა და ევროკავშირის პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია. მადლობა თითოეულს, ვინც იცავს უკრაინას, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს. მადლობა გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ევროკავშირის ნაწილი გავხდეთ. ჩვენ ვერასდროს გადაგვახვევინებენ გაერთიანებული ევროპისკენ გზიდან, ჩვენი საერთო სახლისკენ – ყველა ევროპელი ერის სახლისკენ. სახლისკენ, რომელიც უნდა იყოს მშვიდობიანი!“ -დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები