„საქართველოს საკითხი დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგში“- საქართველოში საფრანგეთის ელჩი

„საქართველოს საკითხი დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგში, რომ შეჩერდეს მიმდინარე მოვლენები, რადგან ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი“- ამის შესახებ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მნიშვნელოვანი განხილვა ჰქონდათ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას 27 ივნისს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა წევრი, შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული ვითარებით. ბევრი განვითარებული მოვლენა აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას. საქართველოს საკითხი დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგში, რომ შეჩერდეს მიმდინარე მოვლენები, რადგან ამაზე საქართველოს ევროპული მომავალია დამოკიდებული“ –  განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

მსგავსი თემები