ზუგდიდში შშმ პირები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის საჭირო სერვისები აშშ-ისა და ევროპული ფონდებიდან ფინანსდება და შიშობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ პრობლემები შეექმნებათ.
ისინი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ დაუწესონ კანონის მიმღებ პირებს ფინანსური სანქციები.