უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუტინის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა. რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი გმირი და მოხერხდა თუ არა ცხედრის გამოყვანა ფრონტის ხაზიდან, უცნობია.

ხვიჩა გვირჯიშვილი უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ომის დაწების პირველივე დღიდან იბრძოდა. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები