„ვერცერთი მათემატიკით ისინი ვერ მოიგებენ“ – სააკაშვილი

,,ვინაიდან ვერცერთი მათემატიკით ისინი ვერ მოიგებენ, 26 ოქტომბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ვინაიდან ვერცერთი მათემატიკით ისინი ვერ მოიგებენ, 26 ოქტომბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში. ეს იქნება დრო, როცა აბსოლუტურად ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან და აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი თემები