მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობა გააფორმა

მოლდოვამ ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის შეთანხმებას ევროკავშირთან. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

,,მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროკავშირთან. ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას. საშუალებას მისცემს ერთობლივად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, გავხადოთ ჩვენი ჩართულობა უფრო ეფექტური და შევისწავლოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები”, – წერს ბორელი.

მანამდე ბორელი მოლდოვის პრემიერმინისტრს შეხვდა და დაწერა, რომ მიესალმება რეფორმების პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მსგავსი თემები