„პუტინის ომმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივaნმა, კანადის, ლატვიისა და ესპანეთის ლიდერებმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ნატოს გაფართოებაზე ისაუბრეს.

„NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კიდევ უფრო გაძლიერდება“ – ასეთია მათი გზავნილი რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად.

„უკრაინაში პუტინის ომმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია. მან შეარყია საერთაშორისო წესრიგი და აგრძელებს უკრაინელი ხალხისთვის დამანგრეველი ზარალის მიყენებას. ნატო თავდაცვითი ალიანსია, ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთთან კონფლიქტს. ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ჩვენ აქ ვართ, რათა შევაჩეროთ ყოველგვარი თავდასხმა ნატოს ნებისმიერ მოკავშირე ქვეყანაზე. სანამ ერთად ვდგავართ, ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა და ნატო, ჩვენ ყველა უსაფრთხოდ ვართ, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი ალიანსი ისტორიაში და ეს ერთიანობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე პრეზიდენტი პუტინი წარმოიდგენს. მას უნდა ნაკლები ნატო და ის იღებს მეტ ნატოს,” – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა  იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები