მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს

  •  

„რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რაჭის სტიქიის შედეგებიც ლიკვიდაციაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს. პრემიერის თქმით, პირველადი საჭიროების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.

„მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, რაჭაში სტიქია გვქონდა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად. ასევე ყველა სოფელს მიეწოდება, დღეის მდგომარეობით, როგორც წყალი, ისე ელექტროენერგია. თუმცა კაპიტალური სარემონტო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ კაპიტალური სამშენებლო სამუშაოებისთვის, საგზაო მიმართულებით გასაკუთრებით, დამატებითი თანხების გამოყოფაზე. რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები

6 Thoughts to “მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  4. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  5. SMS

    I love looking through a post that can make people think. Also, many thanks for permitting me to comment!

  6. Have you ever thought about adding a little bit more than just your articles?I mean, what you say is valuable and all. However think about ifyou added some great pictures or videos to give your posts more, “pop”!Your content is excellent but with images and videos, this website could undeniably be oneof the most beneficial in its niche. Great blog!