,,ცოლს ძალიან ამწარებდა…გაშველების დროს ძალიან ბევრჯერ დამმუქრებია თოფით”- რას ამბობენ თავდამსხმელზე ადგილობრივები

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედია –  ერთ-ერთი ადგილობრივი თავდამსხმელის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ათუაშვილს კარგი ურთიერთობა არც ცოლ-შვილთან ჰქონია.

მისი თქმით, თავდამსხმელი ნოდარ ათუაშვილი მეუღლესთან კონფლიქტისას გაშველების დროს, თოფით მასაც დამუქრებია.

„თავიდანვე არასერიოზულ საქციელებს სჩადიოდა. ცოლ-შვილთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ცოლს ძალიან ამწარებდა და ბევრჯერ ვარ ამათი შემთხვევის მოწმე და გამშველებელი. გაშველების დროს ძალიან ბევრჯერ დამმუქრებია მეც თოფით. ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანი, მეუღლეს ასე არ სცემს და ასე სადისტურად არ მოექცევა. საწყალ გოგოს ეშინოდა სიკვდილის და ყველაფერს მალავდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ტვ პირველთან“.

,,2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური”- ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

მსგავსი თემები