იენს სტოლტენბერგი თბილისშია

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია. იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. აეროპორტში ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება. ასევე საქართველოს ელჩი ნატოში.

სტოლტენბერგი საქართველოს დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის შეხვედბა პრემიერ კობახიძესა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია განცხადება მედიისთვის.

სტოლტენბერგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, ხვალ კი ის შეხვედრებს უკვე ერევანში გააგრძელებს.

მსგავსი თემები