“ამაზრზენია იმის ყურება, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები” – გია ვოლსკი

“ამაზრზენია იმის ყურება, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, ძალადობრივი, მათ შორის არასრულწლოვნებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია, დაინგრა.

„ძალადობრივი, მათ შორის არასრულწლოვნებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია, დაინგრა. ამ ნანგრევებზე ახალი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, ახალი სტრუქტურებით და ლოიალობის უპრეცედენტო ხარისხით. მაგრამ ვერანაირი სისტემა ვერ იმუშავებს, თუკი შემსრულებლები მართვის ყველა რგოლში არ არიან შინაგანად მზად, ძველისაგან გათავისუფლებულნი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილნი. მორალური ნგრევისა და სისასტიკის ათეულობით წელს უკვალოდ არ ჩაუვლია და პერიოდულად გვახსენებს თავს მძიმე, ეროვნული მასშტაბის ტრაგედიით. ამაზრზენია იმის ყურება, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები! ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს! ვუსამძიმრებ თითოეულ ჩვენგანს! ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას!“, – წერს გია ვოლსკი „ფეისბუქში“.

მსგავსი თემები