თავშესაფარში შემოყვანილ ფისოებს ახალადმოწყობილი, თბილი გარემო დახვდებათ

თავშესაფარში შემოყვანილ ფისოებს ახალადმოწყობილი, თბილი გარემო დახვდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში აშენდა და მოეწყო კატებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, რომელსაც აქვს სპეციალური ღია სივრცე.

ახალ შენობაში განთავსებულია უჟანგავი, ჰიპოალერგიული მასალებისგან დამზადებული 30 იზოლირებული ვოლიერი.

შენობა უზრუნველყოფილია გათბობის სისტემითა და დაავადებების კონტროლის მიზნით, დაყოფილია სივრცეებად, ასევე, გამოყოფილია საკარანტინო ზონა დაავადებული ფისოებისთვის.

მსგავსი თემები